ცენტრის შესახებ


წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის მიზანია ქართული საზოგადოებისათვის მოციქულთა და ეკლესიის ღმერთშემოსილ მამათა ცოცხალ და უწყვეტ ტრადიციაზე დამყარებული ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრების წარმოჩენა. წინამდებარე საიტიც სწორედ ამ დანიშნულებით შეიქმნა. აქ სხვადასხვა ენებიდან თარგმნილი თხზულებები და სტატიები განთავსდება. ჩვენი ცენტრის ვებ-გვერდზე იფუნქციონირებს ვიდეო განყოფილებაც. ასევე, ქართველ სტუდენტთა, მეცნიერთა და მკვლევართა მიერ შექმნილი საინტერესო და საგულისხმო ნაშრომები გამოქვეყნდება.
დამატებით, ცენტრის საიტზე მართლმადიდებლურ და ზოგადად, ქრისტიანულ სამყაროში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეებიც გაშუქდება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის ინიციატივით სხვადასხვა შემეცნებითი და მისთ. ღონისძიებები განხორციელდება.


10.03.2019



ცენტრის წევრები

გურამ გიორგაძე (ცენტრის დამფუძნებელი)

ლევან ხატიაშვილი (ცენტრის დამფუძნებელი)

თამარ კოკორაშვილი (ცენტრის დამფუძნებელი)

მღვდელი გიორგი ხანთაძე

იოანე ჭიღლაძე

თორნიკე მამნიაშვილიшаблоны для dle