ანტიოქიის კრებები
ანტიოქიის კრებები
ავტორი: სტილიანოს პაპადოპულოსი

324 წლის მიწურული და 325 წლის დასაწყისი[1]

324 წლის მიწურულსა და 325 წლის დასაწყისში, ანტიოქიაში, გაიმართა მრავალრიცხოვანი კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ  ერისკაცი თეოლოგები, ე. წ. „განათლებული ძმები“. კრებას შეადგენდა 59 ეპისკოპოსი, რომელნიც მოწვეულნი იყვნენ სირიიდან, პალესტინიდან, არაბეთიდან, კილიკიიდან, კაბადოკიიდან და ესპანეთიდან (ჰოსიუს კორდუბელი, რომელიც აქამდეც მოქმედებდა კონსტანტინე დიდის ბრძანებით, აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის  არიოზის ცრუსწავლებისა და 320 წლის ალექსანდრიის კრების მიერ მისი (არიოზის)  განსჯის შედეგად დარღვეული ერთიანობის აღსადგენად).
კრებამ ანტიოქიის საყდარზე ახლადარჩეული ევსტათის თავმჯდომარეობით[2], ბიბლიურ და საღვთისმეტყველო მოწმობებზე დაყრდნობით, წარმოაჩინა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ამხილა არიოზის ცრუსწავლება და მასთან დაკავშირებული შეხედულებები და ანათემას გადასცა, როგორც არიოზი, ასევე მისი მომხრეებიც.
18-03-2019, 00:27
Read more »