„ეკლესიათა“ გაერთიანება
„ეკლესიათა“ გაერთიანება
ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)

ამ ბოლო ხანებში „ეკლესიათა“ გაერთიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ. რეალურად კი, აქ საუბარია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულ[1], „განსხვავებულმადიდებელ“[2] ქრისტიანთა გაერთიანებაზე, ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ღმერთკაცმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა და მის უწყვეტობას, სწორედ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება წარმოადგენს.
ერთის მხრივ, მას რომის პაპი 1054 წელს საბოლოოდ გამოეყო, რადგანაც მართლმადიდებლები, მის ანტიქრისტიანულ მოთხოვნას მთელს ეკლესიაზე პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების თაობაზე (ასევე, სხვა ერესებთან დაკავშირებითაც), არ დაემორჩილნენ. მეორეს მხრივ, დასავლეთში 1517 წელს  პაპიზმის[3] წინააღმდეგ დაიწყო პროტესტანტული (პროტესტანტები, ევანგელისტები) მოძრაობა, რომელმაც იქაურ ქრისტიანებში უამრავი განშტოება წარმოშვა[4]. ამჟამად, როგორც ცნობილია, მრავალი ასეული პროტესტანტული კრებული არსებობს.

10-03-2019, 19:47
Read more »