(ასევე) საბოლოო პასუხი ნავპაკტოსის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს
(ასევე) საბოლოო პასუხი ნავპაკტოსის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს
ავტორი: საეკლესიო სამართლის დოქტორი ანასტასი ვავუსკოსი (08.04.2019)

სიმართლე რომ ვთქვა, მაღალყოვლადუსამღვდელოესისაგან მოველოდი პასუხს, მაგრამ ისეთს - არა, რომელიც პიროვნულად შეურაცხმყოფდა, ხოლო ჩემს მოსაზრებებს კი დამახინჯებულად წარმოადგენდა.
1) მაღალყოვლადუსამღვდელოესის აზრით „ამგვარი არგუმენტები და მათი გამოთქმის ფორმები შეურაცხყოფენ უკრაინის ავტოკეფალიის მრავალფეროვანი და მრავალმხრივი თემის გარშემო წარმოქმნილ საუბრებს“.
თუ ამ არგუმენტებში საკუთარ არგუმენტებს გულისხმობს, უფლება აქვს ისე დაახასიათოს ისინი, როგორც სურს, მაგრამ თუ ჩემს არგუმენტებს გულისხმობს, მაშინ სცდება სამეცნიორო კამათის ყოველგვარ საზღვრებს.
უკრაინის საკითხის შესახებ ჩემი პოზიციების და ამ თემაზე დაწერილი სტატიების შესახებ პირადად აქვს ნათქვამი ჩემთვის მის ღვთაებრივ ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, რომ დადებითადაა განწყობილი მათ მიმართ.
29-04-2019, 19:53
Read more »
საბოლოო პასუხი ანასტასი ვავუსკოსს
საბოლოო პასუხი ანასტასი ვავუსკოსს
ავტორი: ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი (08.04.2019)

წავიკითხე საეკლესიო სამართლის დოქტორის, ბატონ ანასტასი ვავუსკოსის მიერ ინტერნეტში განთავსებული მეორე სტატია, სათაურით „პასუხი ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს“, და ვფიქრობ, მეტად აღარაა საჭირო ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, რათა არ გადაიზარდოს ეს ორი ადამიანის კამათში, მაშინ როცა თემა უღრმესი ეკლესიოლოგიური მნიშვნელობისაა და მოითხოვს საგულდაგულო მიდგომას.
მკითხველი, რომელსაც წაკითხული აქვს ჩვენ შორის მიმდინარე მიმოწერა, თავად განსჯის. მე მხოლოდ ორ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
1) ჩემი აზრით, ამგვარი არგუმენტები და მათი გამოთქმის ფორმები შეურაცხყოფენ უკრაინის ავტოკეფალიის მრავალფეროვანი და მრავალმხრივი თემის გარშემო წარმოქმნილ საუბრებს.
როგორც ჩემს 30-3-2019-ით დათარიღებულ წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში აღვნიშნავ, მსოფლიო პატრიარქმა ბასილიმ რუმინეთის ეკლესიას გაუგზავნა ეპისტოლე, რომლითაც აუწყა მათი ეკლესიის საპატრიარქო პატივში ამაღლების შესახებ (პროტოკოლის ნომერი 1579/30-7-1925).
29-04-2019, 17:15
Read more »
პასუხი ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს
პასუხი ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს
ავტორი: თესალონიკის არისტოტელეს სახ. უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის დოქტორი ანასტასი ვავუსკოსი (07.04.2019)

ყურადღებით წავიკითხე ჩემს სტატიაზე ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მარალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ იეროთეოსის პასუხი და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ამ დიალოგის ფარგლებში ზოგიერთ საგანს თავისი ადგილი მივუჩინო.
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს ავტოკეფალია აკრიბიით და ავტოკეფალია იკონომიით.  პატივცემული პროფესორი ს. ტროიანოსი, რომელსაც მოუხმობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი, საეკლესიო სამართლის სახელმძღვანელოს ძველი გამოცემის 134-ე გვერდზე, უარყოფს რა ამ შემთხვევას, შენიშნავს: „ძალიან საეჭვოა, რომ მოცემულ თემაში დასაშვები იყოს „იკონომიის“ გამოყენება, რადგან ის არ არის დოგმატური საკითხი, არამედ წარმოადგენს განსაკუთრებული სირთულის თემას ეკლესიის მოწყობის საქმეში“. კერძოდ:
კანონიკური აკრიბია და იკონომია (სხვაგვარად საეკლესიო იკონომია) წარმოადგენენ წმინდა კანონების განმარტების საფუძვლებს.
ერთი მხრივ, კანონიკური აკრიბიის არსი გულისხმობს  განსახილველი კანონის ტერმინების ნამდვილი, აზრობრივი შინაარსის გადმოცემას.
27-04-2019, 21:20
Read more »
ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება აკრიბიითა და იკონომიით
ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება აკრიბიითა და იკონომიით
ავტორი: ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი (06.04.2019)

ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის კვლევით მრავალი წლის წინ დავკავდი, როდესაც ორი წიგნი დავწერე, სახელწოდებით: «Οἰκουμενικό Πατριαρχεῖο καί Ἐκκλησία τῆς Ἑλλάδος» (2002), და «Τά Συνοδικά καί Πατριαρχικά κείμενα, Συνοδικός Τόμος 1850 καί Πατριαρχική Πράξη 1928» (2004).
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს ახლახანს მივწერე წერილი, რათა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისათვის მინიჭებული ავტოკეფალიის საკითხის მოსაგვარებლად. როგორც საბერძნეთის ეკლესიის იერარქიის წევრს, მევალებოდა ასე მოვქცეულიყავი. ამ თემით დაინტერესებულთათვის კი [აღნიშნული წერილი] ინტერნეტ სივრცეშიც გამოვაქვეყნე. ეს ყოველივე ჩემი პირადი ინიციატივა გახლდათ და სხვა არაფერი.
ხსენებულ ტექსტში უმოკლესად გადმოვცემ შემდეგს: 1) ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების მოკლე ისტორია. 2) პატრიარქალური და სინოდალური ტომოსების მნიშვნელობა ავტოკეფალიის მინიჭებისათვის. 3) მსჯელობა ამა თუ იმ ეკლესიის ავტოკეფალურად აღიარების შესახებ, და 4) უკრაინის ეკლესიის საკითხის მოგვარება.
27-04-2019, 20:48
Read more »
თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების მაგისტრი იოანე ჭიღლაძე - იესო ქრისტეს სამსჯავრო იუდეური და რომაული სამართლის მიხედვით
თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების მაგისტრი იოანე ჭიღლაძე - იესო ქრისტეს სამსჯავრო იუდეური და რომაული სამართლის მიხედვით
წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი წარმოგიდგენთ თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების მაგისტრისა და ჩვენი ცენტრის წევრის, იოანე ჭიღლაძის სამაგისტრო ნაშრომს - "იესო ქრისტეს სამსჯავრო იუდეური და რომაული სამართლის მიხედვით". აღნიშნული ნაშრომი, თავისი მნიშვნელოვნების გამო, სულ ახლახანს, წიგნადაც (დამხმარე სახელმძღვანელოდ) გამოიცა. ჩვენი საიტი მის ელექტრონულ ვერსიას (PDF) გთავაზობთ.
26-04-2019, 19:49
Read more »
ერთი ფუნდამენტალური კანონიკური შეცდომა
ერთი ფუნდამენტალური კანონიკური შეცდომა
ავტორი: საეკლესიო სამართლის დოქტორი ანასტასი ვავუსკოსი (05.04.2019)

ბოლო პერიოდი ვაკვირდები, რომ ფართოდ ვრცელდება მტკიცება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მინიჭებულ ავტოკეფალიათა სტატუსების არასრულყოფილების შესახებ, რომლებიც საბოლოოდ მსოფლიო კრების მიერ განსრულებას საჭიროებენ.
ამგვარი მტკიცება არის მცდარი და ახლავე განვმარტავ თუ რატომ.
ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების თაობაზე მსჯელობისას გამოიყოფა სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თემა. პირველი არის ავტოკეფალიის კანონიკური საფუძველი, მეორე - ვის აქვს ავტოკეფალიის მინიჭების უფლება, ხოლო მესამე - თუ რა გზით ახორციელებს ამ უფლებამოსილებას.
ავტოკეფალური ეკლესიები იყოფა ორ კატეგორიად:
პირველი კატეგორია აერთიენებს იმ ეკლესიებს, რომლებიც შეიქმნენ:
1. ეკონომიკის, სამართლის, სამხედრო, ადმინისტრაციულ, სატრანსპორტო და სხვა სექტორში, მათი დედაქალაქების წამყვანი პოზიციის გამო.
25-04-2019, 01:40
Read more »
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს
ავტორი: ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ნავპაკტოსი 30 მარტი, 2019 წ.)

უნეტარესო  თავმჯდომარევ,
სინოდის  პატივცემულო  წევრებო, 
ჩემთვის ცნობილია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისათვის ბოძებული ავტოკეფალიის თემა ამჟამად განიხილება სინოდის ორი, მართლმადიდებელთა და ქრისტიანთაშორისი ურთიერთობებისა და დოგმატურ-სამართლებრივი საკითხების, კომისიის მიერ, რათა ამ კომისიებმა მოხსენება წარადგინონ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც, ეს უკანასკნელი, როგორც კომპეტენტური საეკლესიო ორგანო, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ვინაიდან, მოკლებული ვარ, როგორც ზემოთ აღნიშნული ორი სინოდალური კომისიის მუდვივი ან მონაცვლე წევრობის პატივს, ასევე, არ ვარ მუდმივმოქმედი სინოდის ამჟამინდელ შემადგენლობაში, ამიტომ, უბრალოდ როგორც საბერძნეთის ეკლესიის იერარქი, მოკრძალებით წარმოგიდგენთ ჩემს მოსაზრებას უკრაინაში არსებულ საეკლესიო თემასთან დაკავშირებით შემდგომი განხილვისათვის.
ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების თემას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ბუნებრივია, ცნობილია ის მეთოდიც, რომლის მიხედვითაც ხდება ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების მინიჭება ამა თუ იმ ეკლესიისათვის.
24-04-2019, 19:19
Read more »