ანტიოქიის კრებები
ანტიოქიის კრებები
ავტორი: სტილიანოს პაპადოპულოსი

324 წლის მიწურული და 325 წლის დასაწყისი[1]

324 წლის მიწურულსა და 325 წლის დასაწყისში, ანტიოქიაში, გაიმართა მრავალრიცხოვანი კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ  ერისკაცი თეოლოგები, ე. წ. „განათლებული ძმები“. კრებას შეადგენდა 59 ეპისკოპოსი, რომელნიც მოწვეულნი იყვნენ სირიიდან, პალესტინიდან, არაბეთიდან, კილიკიიდან, კაბადოკიიდან და ესპანეთიდან (ჰოსიუს კორდუბელი, რომელიც აქამდეც მოქმედებდა კონსტანტინე დიდის ბრძანებით, აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის  არიოზის ცრუსწავლებისა და 320 წლის ალექსანდრიის კრების მიერ მისი (არიოზის)  განსჯის შედეგად დარღვეული ერთიანობის აღსადგენად).
კრებამ ანტიოქიის საყდარზე ახლადარჩეული ევსტათის თავმჯდომარეობით[2], ბიბლიურ და საღვთისმეტყველო მოწმობებზე დაყრდნობით, წარმოაჩინა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ამხილა არიოზის ცრუსწავლება და მასთან დაკავშირებული შეხედულებები და ანათემას გადასცა, როგორც არიოზი, ასევე მისი მომხრეებიც.
18-03-2019, 00:27
Read more »
წმინდა კირილე იერუსალიმელი
წმინდა კირილე იერუსალიმელი
ავტორი: ნიკოლაი საგარდა, პატროლოგი (1870-1943)

ცნობები წმინდა კირილე იერუსალიმელის ცხოვრების შესახებ

წმინდა კირილე იერუსალიმელის ცხოვრების ქრონოლოგია, ჩვეულებრივ, ასე გამოიყურებოდა: დაიბადა დაახლოებით 315 წ; 335 წლისათვის იერუსალიმის ეპისკოპოსმა მაკარიმ აკურთხა დიაკვნად; ხოლო 345 წელს კი ეპისკოპოსმა მაქსიმემ ხელი დაასხა პრესვიტერის ხარისხში. 348 წ. მან პრესვიტერის ხარისხში გადმოსცა მან თავისი კატეხეტური სწავლებანი. თუმცა მთელი ეს ქრონოლოგიური წყობა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ეპისკოპოსი მაქსიმე გარდაიცვალა არა უადრეს  349 წლისა, რადგანაც ამ წელს უკავშირებდნენ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის მეორე დევნულობიდან დაბრუნებას და იერუსლამის ეპისკოპოს მაქსიმესთან ევქარისტიული ერთობის აღდგენას. წმინდა ათანასეს პასქალურ ეპისტოლეში მითითებულია, რომ ის იერუსალიმში იმყოფებოდა 346 წელს მეორე დევნულობიდან დაბრუნებული.
16-03-2019, 22:04
Read more »