ადამიანის სულისა და მასში არსებული ენერგიების შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
ადამიანის სულისა და მასში არსებული ენერგიების შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)

ავტორი: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი



მოაზროვნეობითი და გონისმიერი ენერგია 


განღმრთობილმა მამებმა თავიანთი გამოცდილებით უწყიან, რომ სული მოაზროვნე (λογική) და გონისმიერია (νοερά). ამას აღწერს წმ. იოანე დამასკელი, ასევე, ნათლად ვხედავთ მაქსიმე აღმსარებლის, გრიგოლ პალამასა და სხვათა შემოქმედებაში. მაშასადამე, ისინი თავიანთ გულებში შეიგრძნობდნენ რამ ენერგიას, რომელსაც უწოდეს „გონება“ (νονდა, რომ მადლისმიერი ასკეზით შესაძლებელია მისი განსხვავება (გამიჯვნა) აზროვნებისაგან, რომელსაც უწოდეს „აზრი“ (λόγο).

რადგანაც გონება სულიერ გულში მოქმედებს, ამიტომ ტერმინები „გონება“ (νοῦς) და „გული“ (καρδιά) ერთიმეორეს ენაცვლება. ზოგჯერ „გონება და „აზროვნება“ განირჩევა ერთმანეთისაგან, ზოგჯერ კი - „გული“ და „აზროვნება“.

„ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და ეკლესიის მამათა მიხედვით ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრი გულია, ხოლო სააზროვნო ცენტრი - თავის ტვინი (γκέφαλος).

9-07-2019, 04:26
Read more »
დოგმის შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
დოგმის შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
ავტორი: მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

მამა იოანე რომანიდისის (1927-2001) მოკლე ბიოგრაფია

მამა იოანეს მშობლები წარმოშობით კაბადოკიიდან იყვნენ, კონკრეტულად - არაბისოდან (აქ დაიბადა წმინდა იოანე როსი და თავიანთ შვილს - იოანე სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვეს). მამამისს ერქვა საბა. იგი უბრალო ადამიანი და კარგი ქრისტიანი იყო; მუშაობდა მკერავად (თერძი), ხოლო დედის სახელი ევლამბია გახლდათ. რომანიდისების ოჯახი, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში საბერძნეთში, კერძოდ პირეაზე ცხოვრობდა, რის შემდეგაც 1927 წ., როდესაც იოანე ჯერ მხოლოდ 72 დღის იყო, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში გაემგზავრნენ.
იოანეს და, პართენია რომანიდისი განსხვავებულად მადიდებელზე დაქორწინდა, რომელიც მართლმადიდებლურად მოინათლა და ამის შემდეგ საცხოვრებელ ადგილად ახალი ზელანდია აირჩიეს, სადაც დედამისმა, ევლამბია რომანიდისმა, მართლმადიდებლური გაერთიანება შექმნა და იქ, კრაისტჩერჩში - სიდიდით ნომერ მეორე ქალაქში - ეკლესიის დაარსებისათვის იღწვოდა. ევლამბია, თავისი მეუღლის, საბას გარდაცვალების შემდეგ თესალონიკში, თავისი შვილის, იოანე რომანიდისის გვერდით, გადაცხოვრდა, და 1973 წ. მონაზვნად აღიკვეცა.
17-04-2019, 19:24
Read more »
რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა
რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა, ლოცვის მსგავსად, მასთან ზიარებას წარმოადგენს. ქრისტეს წმინდა სახელის - „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“ - უწყვეტი მოხმობისათვის ბრძოლა, პიროვნებაში ღმერთის ხსოვნასა და მასთან ურთიერთობას მუდმივად აცხოველებს. ამიტომაც მისწერა პავლე მოციქულმა თესალონიკელებს: „განუწყვეტლად ილოცეთ“[1].
ადამიანი ღმერთის ხსოვნითა და ლოცვით თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, რომელიც ხილული და უხილავი სამყაროს ზღვარზეა. იგი (პიროვნება) ბუნებრივ აუცილებლობას აღემატება, მისი მყოფობა ღმერთამდე განივრცობა და ყოველგვარი მიწიერი ტყვეობისაგან თავისუფლდება. მაგრამ ლოცვა ჭეშმარიტი რომ იყოს, იგი მთელი ადამიანის - და არა მხოლოდ ბაგეების ან გონების ან კიდევ გულის - საქმეს უნდა წარმოადგენდეს[2]. სრულყოფილი ლოცვა გონისმიერი და ამავდროულად, გულისმიერია. გონება გულიდან ლოცულობს, ესე იგი, მთლიანი ადამიანი თავისი მყოფობის სიღრმიდან და ცენტრიდან ღვთის მცნების შესაბამისად მოქმედებს[3]:
15-03-2019, 01:11
Read more »
„ეკლესიათა“ გაერთიანება
„ეკლესიათა“ გაერთიანება
ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)

ბოლო ხანებში „ეკლესიათა“ გაერთიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ. რეალურად კი საუბარია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულ[1] „განსხვავებულმადიდებელ“[2] ქრისტიანთა გაერთიანებაზე, ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ღმერთკაცმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა და მის უწყვეტობას, სწორედ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება წარმოადგენს.
ერთის მხრივ, მას რომის პაპი 1054 წელს საბოლოოდ გამოეყო, რადგანაც მართლმადიდებლები, მის ანტიქრისტიანულ მოთხოვნას მთელს ეკლესიაზე პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების თაობაზე (ასევე, სხვა ერესებთან დაკავშირებითაც), არ დაემორჩილნენ. მეორეს მხრივ, დასავლეთში 1517 წელს  პაპიზმის[3] წინააღმდეგ დაიწყო პროტესტანტული (პროტესტანტები, ევანგელისტები) მოძრაობა, რომელმაც იქაურ ქრისტიანებში უამრავი განშტოება წარმოშვა[4]. ამჟამად, როგორც ცნობილია, მრავალი ასეული პროტესტანტული კრებული არსებობს.

10-03-2019, 19:47
Read more »