დოგმის რაობა და დანიშნულება მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
დოგმის რაობა და დანიშნულება მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში  (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
ავტორი: ნავპაკტოსის და წმინდა ვლასისი მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი


ა) დოგმის განსაზღვრება

დოგმები - ესაა წმინდა მამათა მიერ მსოფლიო კრებებზე დადგენილი მოძღვრება, რომლითაც გამოცხადებითი ჭეშმარიტების შემრყვნელ ერეტიკულ სწავლებებს უპირისპირდებოდნენ. ქრისტეზე, სულიწმიდასა და ზოგადად, სამება ღმერთზე (ესე იგი, რაც თეოლოგიას, ანუ წმინდა სამებას და საღვთო განგებულებას, ანუ ღვთის სიტყვის განკაცებას ეხება[1]) ჯერ კონკრეტული მწვალებლური სწავლება ჩნდებოდა, შემდეგ კი მართლმადიდებელი სარწმუნოების განსასაზღვრად ადგილობრივი და მსოფლიო კრებები იმართებოდა.
მთავარი პიროვნება, რომლის შესახებაც მამები მსჯელობდნენ, იყო იესო ქრისტე, რომელშიც საღვთო ბუნება ადამიანურთან უცვალებლად, შეურევნელად, განუშორებლად და განუყოფლად გაერთიანდა. ისინი წმინდა სამებაზე განყენებულად და ფილოსოფიურად არ გამომეძიებლობდნენ.
„[ეკლესიის წმიმდა მამები] მუდამ იმ კონკრეტულ პიროვნებაზე (იგულისხმება ძე ღმერთი, იესო ქრისტე, მთარგ.) სჯა-ბაასობდნენ, რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ გამოუჩნდა და ამასთანავე, საკუთარ თავში, სულიწმიდის მიერ, მამა განაცხადა. ასე რომ, ისინი სამების დოგმაზე არა აბსტრაქტულად, არამედ იმ პიროვნებაზე საუბრობდნენ, რომელიც ძველ აღთქმაში ჯერ წინასწარმეტყველთ, მოგვიანებით კი, მოციქულებს უკვე ხორციელად გამოეცხადა.“[2]
21-09-2019, 13:18
Read more »
იესუს ლოცვის ასკეზა
იესუს ლოცვის ასკეზა ავტორი: არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)

მონაზვნები, მრავალი წლის მანძილზე, იესუს ლოცვას ბაგეებით წარმოთქვამენ ისე, რომ გონების გულთან გაერთიანების ხელოვნურ მეთოდებს არ მიმართავენ. მათი ლოცვა ღვთის მცნებათა ყოველდღიურ აღსრულებასთანაა თანაშეწყობილი. ამგვარი მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გონება გულთან ღმერთის ენერგიით ერთიანდება, ეს კი მაშინ, როცა მონაზონი მორჩილებისა და მოთმინების მკაცრ გამოცდას გაივლის და მისი გონება, გული და „ძველი ადამიანის“ სხეული, შეძლებისამებრ, ცოდვის ხელმწიფებისაგან გათავისუფლდება. მიუხედავად ამისა, მამები - წარსულშიც და ახლაც - ზოგ შემთხვევაში გონების გულში შეყვანის ხელოვნურ მეთოდს უშვებენ. ამ დროს მონაზონი სხეულის შესაბამისი ფორმის მიღებითა და თავის მკერდზე მიყრდნობით, ლოცვას გონებრივად (νοερὰ) წარმოთქვამს და ჰაერს მსუბუქად შეისუნთქავს სიტყვებზე: „უფალო იესუ ქრისტე (ძეო ღვთისაო)“, შემდეგ კი ლოცვას ამოსუნთქვით ასრულებს: „შემიწყალე მე (ცოდვილი)“. შესუნთქვის ჟამს გონების ყურადღება, თავდაპირველად, შესუნთქული ჰაერის მოძრაობას მიჰყვება და გულის ზედა ნაწილზე კონცენტრირდება.
31-08-2019, 01:12
Read more »
იესუს სახელით ლოცვის დოგმატური საფუძვლები (საღვთო სახელთა შესახებ)
იესუს სახელით ლოცვის დოგმატური საფუძვლები (საღვთო სახელთა შესახებ)
ავტორი: არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)

თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მჭიდრო კავშირშია იმ წარმოდგენებთან, რომლებიც გვაქვს: სამყაროზე, ჩვენ თავზე და ღმერთზე. ლოცვა, თავისი უმაღლესი გამოხატულებით, შეძლებისამებრ, გულისხმობს ღმერთის ავთენტური სახის უზუსტეს ცოდნას. „საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს (καθώς στιν)“ (1 იოან. 3: 2). ამასთან, ჩვენი მოდგმის ათასწლოვანი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ღმერთზე ფიქრისას, საკუთარ თავთან განმარტოებულ გონებას, გარკვეული ვარაუდების იქით წასვლა აღარ შეუძლია. აუცილებელია, ადამიანს თავად ღმერთი გამოეცხადოს და საკუთარ თავზე ცოდნა ამგვარად გადასცეს. როგორც ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, ისე კაცობრიობის ისტორიაშიც, ღმერთი ეტაპობრივად საცნაურდება - თანახმად ბიბლიაში აღწერილისა: „მრავლით კერძო და მრავლით სახით“ (ებრ. 1: 1) ეჩვენებოდა მამებსა და წინასწარმეტყველებს.
ღმერთის პირველ, ჯერ კიდევ ბუნდოვან მოხმობას ვხვდებით „დაბადების“ წიგნში: „სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა (დაბ. 4: 26)[1].
26-08-2019, 01:03
Read more »
ადამიანის სულის ენერგიების შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
ადამიანის სულის ენერგიების შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)

ავტორი: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი



მოაზროვნეობითი და გონისმიერი ენერგია 


განღმრთობილმა მამებმა თავიანთი გამოცდილებით უწყიან, რომ სული მოაზროვნე (λογική) და გონისმიერია (νοερά). ამას აღწერს წმ. იოანე დამასკელი, ასევე, ნათლად ვხედავთ მაქსიმე აღმსარებლის, გრიგოლ პალამასა და სხვათა შემოქმედებაში. მაშასადამე, ისინი თავიანთ გულებში შეიგრძნობდნენ რამ ენერგიას, რომელსაც უწოდეს „გონება“ (νονდა, რომ მადლისმიერი ასკეზით შესაძლებელია მისი განსხვავება (გამიჯვნა) აზროვნებისაგან, რომელსაც უწოდეს „აზრი“ (λόγο).

რადგანაც გონება სულიერ გულში მოქმედებს, ამიტომ ტერმინები „გონება“ (νοῦς) და „გული“ (καρδιά) ერთიმეორეს ენაცვლება. ზოგჯერ „გონება და „აზროვნება“ განირჩევა ერთმანეთისაგან, ზოგჯერ კი - „გული“ და „აზროვნება“.

„ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და ეკლესიის მამათა მიხედვით ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრი გულია, ხოლო სააზროვნო ცენტრი - თავის ტვინი (γκέφαλος).

9-07-2019, 04:26
Read more »
რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა
რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა, ლოცვის მსგავსად, მასთან ზიარებას წარმოადგენს. ქრისტეს წმინდა სახელის - „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“ - უწყვეტი მოხმობისათვის ბრძოლა, პიროვნებაში ღმერთის ხსოვნასა და მასთან ურთიერთობას მუდმივად აცხოველებს. ამიტომაც მისწერა პავლე მოციქულმა თესალონიკელებს: „განუწყვეტლად ილოცეთ“[1].
ადამიანი ღმერთის ხსოვნითა და ლოცვით თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, რომელიც ხილული და უხილავი სამყაროს ზღვარზეა. იგი (პიროვნება) ბუნებრივ აუცილებლობას აღემატება, მისი მყოფობა ღმერთამდე განივრცობა და ყოველგვარი მიწიერი ტყვეობისაგან თავისუფლდება. მაგრამ ლოცვა ჭეშმარიტი რომ იყოს, იგი მთელი ადამიანის - და არა მხოლოდ ბაგეების ან გონების ან კიდევ გულის - საქმეს უნდა წარმოადგენდეს[2]. სრულყოფილი ლოცვა გონისმიერი და ამავდროულად, გულისმიერია. გონება გულიდან ლოცულობს, ესე იგი, მთლიანი ადამიანი თავისი მყოფობის სიღრმიდან და ცენტრიდან ღვთის მცნების შესაბამისად მოქმედებს[3]:
15-03-2019, 01:11
Read more »