განმაღმრთობელი მადლის ონტოლოგია წმინდა გრიგოლ პალამას მიხედვით
განმაღმრთობელი მადლის ონტოლოგია წმინდა გრიგოლ პალამას მიხედვით
ავტორი: თეოლოგიის პროფესორი დიმიტრიოს ცელენგიდისი

აღმოსავლეთის მამათა ღვთისმეტყველებისა და სულიერი გამოცდილების მიხედვით „ღმერთის მადლი“ (χάρις θεοῦ) წარმოადგენს წმინდად დოგმატური შინაარსის მქონე ტერმინს და ისიხასტი გრიგოლ პალამას თანახმად აღნიშნავს ღვთის ბუნებით და არსებით ენერგიას (მოქმედება - ἐνέργειαν), რომელიც მასთან მაზიარებლებს მადლისმიერად განაღმრთობს[1]. აქედან გამომდინარე, აშკარაა მისი სოტერიოლოგიური მნიშვნელობა და არ უნდა გაიგივდეს სამება ღმერთის სხვა ენერგიებთან[2].
წმინდა გრიგოლ პალამა ბიბლიაზე (როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა) დაყრდნობით ტერმინს „მადლი“ აკუთვნებს განსაკუთრებულ თეოლოგიურ მნიშვნელობას და იმგვარი ფრაზებით გამოთქვამს, რომლებიც მის დოგმატურ ხასიათს ცხადყოფს: საკუთრივ, ძველი აღთქმის შემდეგი ადგილის მოხსენებისას - „უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ [3] - თავმდაბლებისათვის მიცემულ მადლს „ნათლის მიერ გაცხადებულ“[4] საღმრთო მადლთან აიგივებს. პარალელურად, იმეორებს იოანე ოქროპირის[5] ქრისტოლოგიურ ეგზეგეზას ფსალმუნის ამ მუხლზე - „განეფინა მადლი ბაგეთა შენთა“[6] - რათა წარმოაჩინოს მადლის უქმნელი ხასიათი[7];
გუშინ, 21:24
Read more »
დოგმის შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
დოგმის შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
ავტორი: მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

მამა იოანე რომანიდისის (1927-2001) მოკლე ბიოგრაფია

მამა იოანეს მშობლები წარმოშობით კაბადოკიიდან იყვნენ, კონკრეტულად - არაბისოდან (აქ დაიბადა წმინდა იოანე როსი და თავიანთ შვილს - იოანე სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვეს). მამამისს ერქვა საბა. იგი უბრალო ადამიანი და კარგი ქრისტიანი იყო; მუშაობდა მკერავად (თერძი), ხოლო დედის სახელი ევლამბია გახლდათ. რომანიდისების ოჯახი, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში საბერძნეთში, კერძოდ პირეაზე ცხოვრობდა, რის შემდეგაც 1927 წ., როდესაც იოანე ჯერ მხოლოდ 72 დღის იყო, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში გაემგზავრნენ.
იოანეს და, პართენია რომანიდისი განსხვავებულად მადიდებელზე დაქორწინდა, რომელიც მართლმადიდებლურად მოინათლა და ამის შემდეგ საცხოვრებელ ადგილად ახალი ზელანდია აირჩიეს, სადაც დედამისმა, ევლამბია რომანიდისმა, მართლმადიდებლური გაერთიანება შექმნა და იქ, კრაისტჩერჩში - სიდიდით ნომერ მეორე ქალაქში - ეკლესიის დაარსებისათვის იღწვოდა. ევლამბია, თავისი მეუღლის, საბას გარდაცვალების შემდეგ თესალონიკში, თავისი შვილის, იოანე რომანიდისის გვერდით, გადაცხოვრდა, და 1973 წ. მონაზვნად აღიკვეცა.
17-04-2019, 19:24
Read more »