ალბანეთის ეკლესიის წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე
ალბანეთის ეკლესიის წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე
2018 წლის 24 დეკემბერს მსოფლიო პატრიარქმა წერილი გაუგზავნა ალბანეთის ეკლესიას. 2019 წლის 4 იანვარს ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა აღნიშნული წერილი და 14 იანვარს საპასუხო წერილი გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეს.

ყოვლადუწმინდესო, კონსტანტინეპოლის, ახალი რომის ღვთაებრივო მთავარეპისკოპოსო და მსოფლიო პატრიარქო, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანუკვარო ძმაო და ჩვენი უმდაბლესობის თანამწირველო ბართლომე, შევრდომილნი თქვენს ღვთაებრივ ყოვლადუწმინდესობას, მდაბლად მოგიკითხავთ.
„რომელი განსცხადნა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, და სოფელი განანათლა“, მანვე ინებოს და მოჰფინოს ნათელი ამ ახალი წლის მანძილზე ყოველი მართლმადიდებელის საქმეებსა და ფიქრებს ეკლესიასთან მიმართებაში, "რომელი მოიყიდა სისხლითა თვისითა", რათა დამყარდეს მშვიდობა.
2019 წლის 4 იანვარს გამართულ სინოდის სხდომაზე გამოწვლილვით წავიკითხეთ თქვენი ყოვლადუწმინდესობის მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს გამოგზავნილი წერილი და დაწვრილებით განვიხილეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი.
15-03-2019, 13:17
Read more »
რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა
რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა, ლოცვის მსგავსად, მასთან ზიარებას წარმოადგენს. ქრისტეს წმინდა სახელის - „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“ - უწყვეტი მოხმობისათვის ბრძოლა, პიროვნებაში ღმერთის ხსოვნასა და მასთან ურთიერთობას მუდმივად აცხოველებს. ამიტომაც მისწერა პავლე მოციქულმა თესალონიკელებს: „განუწყვეტლად ილოცეთ“[1].
ადამიანი ღმერთის ხსოვნითა და ლოცვით თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, რომელიც ხილული და უხილავი სამყაროს ზღვარზეა. იგი (პიროვნება) ბუნებრივ აუცილებლობას აღემატება, მისი მყოფობა ღმერთამდე განივრცობა და ყოველგვარი მიწიერი ტყვეობისაგან თავისუფლდება. მაგრამ ლოცვა ჭეშმარიტი რომ იყოს, იგი მთელი ადამიანის - და არა მხოლოდ ბაგეების ან გონების ან კიდევ გულის - საქმეს უნდა წარმოადგენდეს[2]. სრულყოფილი ლოცვა გონისმიერი და ამავდროულად, გულისმიერია. გონება გულიდან ლოცულობს, ესე იგი, მთლიანი ადამიანი თავისი მყოფობის სიღრმიდან და ცენტრიდან ღვთის მცნების შესაბამისად მოქმედებს[3]:
15-03-2019, 01:11
Read more »
„ეკლესიათა“ გაერთიანება
„ეკლესიათა“ გაერთიანება
ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)

ამ ბოლო ხანებში „ეკლესიათა“ გაერთიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ. რეალურად კი, აქ საუბარია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულ[1], „განსხვავებულმადიდებელ“[2] ქრისტიანთა გაერთიანებაზე, ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ღმერთკაცმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა და მის უწყვეტობას, სწორედ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება წარმოადგენს.
ერთის მხრივ, მას რომის პაპი 1054 წელს საბოლოოდ გამოეყო, რადგანაც მართლმადიდებლები, მის ანტიქრისტიანულ მოთხოვნას მთელს ეკლესიაზე პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების თაობაზე (ასევე, სხვა ერესებთან დაკავშირებითაც), არ დაემორჩილნენ. მეორეს მხრივ, დასავლეთში 1517 წელს  პაპიზმის[3] წინააღმდეგ დაიწყო პროტესტანტული (პროტესტანტები, ევანგელისტები) მოძრაობა, რომელმაც იქაურ ქრისტიანებში უამრავი განშტოება წარმოშვა[4]. ამჟამად, როგორც ცნობილია, მრავალი ასეული პროტესტანტული კრებული არსებობს.

10-03-2019, 19:47
Read more »
Foreign Publications
სიახლეები ყველა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (19.05.2019)
ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! 17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე. ...
გუშინ, 15:57
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე
სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ...
28-04-2019, 15:08
Read more »
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე
ბართლომე - წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს, მადლი წყალობა და მშვიდობა დიდებით აღმდგარი ქრისტეს მიერ! პატიოსანნო ძმანო და უფლის მიერ საყვარელო შვილნო! მარხვასა და ლოცვაში განვლიეთ წმინდა ორმოცეული და მივეწიენით ქრისტე ...
27-04-2019, 15:49
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდ ხუთშაბათს (25.04.2019)
ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას. დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღე, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდას ზიარების შემდეგ მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ...
25-04-2019, 19:58
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (14.04.2019)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი დარჩა 2 კვირა და ჩვენ ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. თქვენ იცით მარიამ ეგვიპტელის შესახებ, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით ისე განიწმინდა, ...
14-04-2019, 17:39
Read more »
მიტროპოლიტი კალისტე უეარი: "პატივს ვცემ პატრიარქ ბართლომეს, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები".
ბერძნულენოვანი საინფორმაციო სააგენტო ROMFEA.GR ავრცელებს მიტროპოლიტ კალისტე უეარის მიერ ტელეკომპანია INTER-თან მიცემული ინტერვიუს ნაწყვეტს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, კემბრიჯის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სასწავლებლის ადმინისტრაციული საბჭოს თავჯდომარე, მიტროპოლიტი კალისტე უეარი ინტერვიუში ...
31-03-2019, 17:05
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ავტოკეფალიის აღდგენის დღეს (25.03.2019)
ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის განსაკუთრებული დღე, ისტორიული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ ფაქტს და უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით  ჩვენი იმ დიდი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამისთვის. ეს იყო პატრიარქი კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ...
25-03-2019, 18:05
Read more »
რეკლამა
რეკლამა