სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე (19.08.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე (19.08.2019)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა,
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ფერისცვალებას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. მაცხოვარმა წაიყვანა მოწაფეები: პეტრე, იაკობი და იოანე, აღვიდა თაბორის მთაზე და გამოეცხადა მათ სხვა სახით. მისი სახე და სამოსელი ბრწყინავდა ვითარცა მზე.
დგას საკითხი – რა ნათება იყო ეს ნათება, რომელიც იხილეს მოციქულებმა. ეს იყო არაბუნებრივი ნათება, ღვთაებრივი ნათება. მრავალი წმინდა მამა ეხება ამ საკითხს. ტროპარი გვეუბნება, რომ ეს იყო ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ჰქონდა მაცხოვარს; მაცხოვარს რომ მთელი ნათება ეჩვენებინა, მოციქულები ვერ გაუძლებდნენ.
დღეს ჩვენ ვიფიქროთ, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენშიც. ერთ მდგომარეობაში არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება.
ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო.
დღეს, 17:10
Read more »
ახალი წინამძღვრის გამორჩევა ესექსის (ინგლისი) იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში
ახალი წინამძღვრის გამორჩევა ესექსის (ინგლისი) იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში
5 აგვისტოდან ესექსის (ინგლისი) იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი მამა პეტრე ვრიზასი იქნება.
იგი არის წმინდა სოფრონ ესექსელის (სახაროვი) სულიერი შვილის, არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუს მოწაფე. Orthochristian.com-ის თანახმად ახალი წინამძღვარი დაიბადა საბერძნეთში, 1977 წელს.
მამა პეტრე ესექსის მონასტერში 2002 წ. 25 წლის ასაკში წავიდა, სადაც 17 წლის შემდეგ გამოარჩიეს იღუმენად.
ინგლისში მდებარე იოანე ნათლისმცემლის მონასტერი 1958 წელს დააარსა წმ. სილუან ათონელის სულიერმა შვილმა, ბერმა სოფრონ სახაროვმა. იგი მონასტერს წინამძღვრობდა 1993 წ.-მდე, - მის გარდაცვალებამდე. შემდგომ იღუმენობა მიიღო არქიმანდრიტ კირილემ.
ახლახანს გამოიცა მამა პეტრეს სადოქტორო ნაშრომი, სახელწოდებით: „სიტყვის (მაცხოვრის) საიდუმლო ბერ სოფრონთან. თეოლოგია, როგორც სულიერი მდგომარეობა“ (Το Μυστήριο του Λόγου στον Γέροντα Σωφρόνιο. Η Θεολογία ως πνευματική κατάσταση).
6-08-2019, 23:32
Read more »
ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი: „ღმერთმა აკურთხა „გერონდა“ ეფრემი, რომ არიზონაში მოსულიყო“.
ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი: „ღმერთმა აკურთხა „გერონდა“ ეფრემი, რომ არიზონაში მოსულიყო“.
ორშაბათს, 5 აგვისტოს, არიზონას უდაბნოს წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტერს (აშშ) ეწვია ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი.
არქიეპისკოპოსი ელპიდოფოროსი და მასთან ერთად მყოფი სან-ფრანცისკოს მიტროპოლიტი გერასიმე მონასტრის წინამძღვარმა „გერონდა“ პაისიმ და მისმა საძმომ გულმხურვალედ მიიღეს.
„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია თქვენი სტუმრობა და ვიცით როგორ გაისარჯეთ ანტონი დიდის მონასტრამდე რომ მოგეღწიათ“ - აღნიშნა წინამძღვარმა პაისიმ მეუფე ელპიდოფოროსისადმი მისასალმებელ სიტყვაში.
აგრეთვე, იგი თავის სიტყვაში მონაზვნობის ნიჭს შეეხო, რომ - „მონაზონი სამყაროსა და ყველა ქრისტიანის გადარჩენისათვის მოღვაწეობს“.
სხვა ადგილას, იღუმენმა პაისიმ მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსისაგან ითხოვა, რომ ამერიკაში არსებული მონაზვნობა ეკურთხებინა და, ამავდროულად, - გვერდში ამოდგომოდა და ეგულშემატკივრა ჭეშმარიტი მოძღვრის, იოსებ ისიხასტის მემკვიდრის, ბერ ეფრემ არიზონელის საქმიანობას (საქმეს).
6-08-2019, 21:52
Read more »
ცენტრის განცხადება (24.07.2019)
ცენტრის განცხადება (24.07.2019)
როგორც ცნობილია, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოწვევით, საქართველოში ჩამოსული იყო (ა.წ. 7-13 მაისი) ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი ხრისტოს კარაიანისი. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ ბატონმა ხრისტოსმა და საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა სტუდენტებმა (ცენტრის წევრებმა), ერთობლივი ინტერვიუ (ვიდეოს სახით) ჩაწერეს ცნობილ ბერძნულ საინფორმაციო სააგენტოსთან "ORTHODOXIANEWSAGENCY.GR".
პროფესორმა ხრისტოს კარაიანისმა ისაუბრა საქართველოში ყოფნის დროს შეძენილ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე, საქართველოს ეკლესიაზე, უწმინდსსა და უნეტარეს ილია II-ზე, სტუდენტების მოღვაწეობაზე და სხვ.
თავის მხრივ, ამ ინტერვიუთი ქართველმა სტუდენტებმაც საზოგადოებას გააცნეს ათენის უნივერსიტეტში სწავლის მათეული მიზნები და მოტივები, ასევე მადლიერებით მოიხსენიეს, როგორც საბერძნეთის, ისე საქართველოს ეკლესია.
24-07-2019, 19:54
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე (12.07.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე (12.07.2019)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – პეტრე-პავლობას. პეტრე და პავლე მოციქული არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. ტროპარი, რომელიც იგალობება, ძალიან მოკლეა, ჩვენ ეხლა ერთად ვიგალობოთ.
,,მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.”
არ მოგაკლოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა წმინდათა მოციქულთა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ პირველი ეკლესია სვეტიცხოველში თორმეტი მოციქულის სახელზე აშენდა. მსოფლიო საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია აშენდა 12 მოციქულის სახელზე.
ყოველი ადამიანი ამ ქვეყნად გარკვეული მისიით, გარკვეული დავალებით მოდის. წმ. პეტრე და პავლე მოვიდნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი ეკლესიისა და სულთა ჩვენთათვის დიდი წყალობის მომნიჭებელნი.
12-07-2019, 18:21
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (19.05.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (19.05.2019)
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე.
მე მახსოვს ერთი ოჯახი, მღვდლის ოჯახი, რეპრესიების დროს ამ მღვდელს მიუსაჯეს ციხე ციმბირში გაგზავნით და მისმა მეუღლემ გამოიჩინა ისეთი დიდი სულგრძელება და ისეთი დიდი სიყვარული, რომ ამ გადასახლებულ მეუღლეს გაჰყვა იმ მატარებლით, რომლითაც მიჰყავდათ იგი. როცა ჩერდებოდა მატარებელი, ეს მეუღლე გადმოდიოდა მატარებლიდან და მუშაობდა ხალხში, რამდენიმე მანეთს იშოვიდა და მიჰქონდა საჭმელი თავისი მეუღლისათვის. შემდეგ ეს მოძღვარი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა გადასახლებიდან; მათ ეყოლათ შვილი და იგი გახდა დიაკონი, მამა კი კვლავ მღვდლობდა.
19-05-2019, 15:57
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე
სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
,,მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი; ადგილი, რომელიც უხრწნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოთქვით: ,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“.
ქრისტე აღდგა!
,,მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი; ადგილი, რომელიც უხრწნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოთქვით: ,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“.
28-04-2019, 15:08
Read more »
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე
ბართლომე - წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს, მადლი წყალობა და მშვიდობა დიდებით აღმდგარი ქრისტეს მიერ!

პატიოსანნო ძმანო და უფლის მიერ საყვარელო შვილნო!
მარხვასა და ლოცვაში განვლიეთ წმინდა ორმოცეული და მივეწიენით ქრისტე ღმერთის მაცხოვნებელი ვნებების დღეებსაც, დღეს კი მისი ბრწყინვალე აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდებით.
აღდგომის განცდა მართლმადიდებელთა უმთავრესი მახასიათებელი ნიშანია. უფლის აღდგომას არა მხოლოდ საპასექო პერიოდში ვდღესასწაულობთ, არამედ ყოველ კვირა დღესა თუ ყოველ საღვთო ლიტურგიაზე და თითოეული მათგანი არის ყოვლადბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტიანულ ცხოვრება თავის ყველა სფეროში, იქნება ეს ღვთისმსახურებასა თუ ამასოფლის მიმართ ჩვენეულ მოწმობაში, თავის თავში ატარებს აღდგომისეულ სულს, და განმსჭვალულია აღდგომილი ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების ხსოვნითა და მისი საუკუნო სამეფოს მოლოდინით.
27-04-2019, 15:49
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდ ხუთშაბათს (25.04.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდ ხუთშაბათს (25.04.2019)
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას. დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღე, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდას ზიარების შემდეგ მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში.
საერთოდ, ლოცვისას ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, ეს არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. აი დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს და მოისმინეთ ყურადღებით მადლობის ლოცვა და შევთხოვ ღმერთს ზიარება წმინდათა საიდუმლოთა ყოფილიყოს ჩვენთვის, თქვენთვის საკურნებელად სულისა და ხორცისა.
25-04-2019, 19:58
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (14.04.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (14.04.2019)
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი
დარჩა 2 კვირა და ჩვენ ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. თქვენ იცით მარიამ ეგვიპტელის შესახებ, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით ისე განიწმინდა, მდინარე იორდანეზე ფეხით გადადიოდა როგორც დედამიწაზე და დაემსგავსა ანგელოზს. შევთხოვთ წმინდა მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება.
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს.
დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, – ხსენება 14 აპრილს ქართული ენის დაცვისა. იმ დროს, 41 წლის წინ, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდებმა დაიცვეს ჩვენი ეს სიწმინდე.
14-04-2019, 17:39
Read more »
მიტროპოლიტი კალისტე უეარი: "პატივს ვცემ პატრიარქ ბართლომეს, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები".
მიტროპოლიტი კალისტე უეარი: "პატივს ვცემ პატრიარქ ბართლომეს, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები".
ბერძნულენოვანი საინფორმაციო სააგენტო ROMFEA.GR ავრცელებს მიტროპოლიტ კალისტე უეარის მიერ ტელეკომპანია INTER-თან მიცემული ინტერვიუს ნაწყვეტს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, კემბრიჯის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სასწავლებლის ადმინისტრაციული საბჭოს თავჯდომარე, მიტროპოლიტი კალისტე უეარი ინტერვიუში შეეხო უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსაც და გამოხატა საკუთარი პოზიცია.
"ჩემი აზრით, დღესდღეობით უკრაინაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, რომლის მასშტაბურობაც გასცდა უკრაინელ მორწმუნეთა საზღვრებს და საყოველთაო მართლმადიდებლური მნიშვნელობა შეიძინა" - განაცხადა მიტროპოლიტმა კალისტემ.
მისივე თქმით - "მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ უჭერს მხარს".
ინტერვიუს სხვა მონაკვეთში იგი შეეხო მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის თემასაც: "ჩვენ, ჩვენი მხრივ, არავისთან არ გაგვიწყვეტავს ევქარისტიული კავშირი, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმედაა. ჩემი პირადი პოზიციაა, და არა მსოფლიო საპატრიარქოსი, რომ არ ვეთანხმები პატრიარქ ბართლომეს, მიუხედავად მისი უღრმესი პატივისცემისა".
31-03-2019, 17:05
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ავტოკეფალიის აღდგენის დღეს (25.03.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ავტოკეფალიის აღდგენის დღეს (25.03.2019)
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის განსაკუთრებული დღე, ისტორიული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ ფაქტს და უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას.
ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით  ჩვენი იმ დიდი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამისთვის. ეს იყო პატრიარქი კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა. საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგასალის დროს, მეხუთე საუკუნეში და პირველი კათალიკოსი იყო პეტრე.
დიდი კანონისტი, ბალსამონი ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიდან და ამ საუკუნეებიის განმავლობაში, სულ ვიცავდით ჩვენს დამოუკიდებლობას. ათას ხუთასი წელი დასჭირდა, რათა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს ეცნო ჩვენი ავტოკეფალია, ეს მოხდა დიმიტრიოსის დროს, რომელიც მოღვაწეობდა ბართლომეოს I-ის წინ.
25-03-2019, 18:05
Read more »
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება "მართლმადიდებლობის ზეიმის" დღესასწაულზე (17.03.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება "მართლმადიდებლობის ზეიმის" დღესასწაულზე (17.03.2019)
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი - მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ისმნან ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია. მსოფლიო პატრიარქის დიმიტრიოსის დროს, ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა, კამათი და მსჯელობა იმისათვის, რომ ეცნოთ ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიის და ჩვენ ვლოცულობთ დიმიტრიოსის სულისთვის. მან პირდაპირ უბრძანა თავის წარმომადგენლებს, რომ უნდა ვსცნოთ საქართველოს ავტოკეფალია. იყო ასეთი კანონოსტი, კანონების მცოდნე ადამიანი მეთერთმეტე საუკუნეში ბალსამონი. საეკლესიო კანონებს ხსნიდა.
17-03-2019, 20:23
Read more »
ტომოსის მიღების შემდეგ, პირველ ვრცელ ინტერვიუს იძლევა "საპატიო" პატრიარქი ფილარეტი. აღნიშნულ ინტერვიუს სააგენტო ROMFEA.GR აქვეყნებს.
ტომოსის მიღების შემდეგ, პირველ ვრცელ ინტერვიუს იძლევა "საპატიო" პატრიარქი ფილარეტი. აღნიშნულ ინტერვიუს სააგენტო ROMFEA.GR აქვეყნებს.
"საპატიო" პატრიარქი დაწვრილებით იხსენებს "გამაერთიანებელი კრების" წინა დღეს კიევში მომხდარ მოვლენებს, ასევე განმარტავს იმ ფაქტს, თუ რატომ არ იყო მიწვეული 6 იანვარს სტამბულში ტომოსის გადაცემის ცერემონიაზე.

"ბუნებრივია, ბედნიერნი ვართ იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ბოლოსდაბოლოს, მიიღო ავტოკეფალიის ტომოსი. როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს მივმართეთ, ჩვენ არგუმენტი იყო 1924 წელს მომხდარი ფაქტი - პოლონეთის, რომელიც ასევე იყო კიევის სამიტროპოლიტოს ნაწილი, ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება."
"მსოფლიო პატრიარქი თავის გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ 1686 წელს კიევის სამიტროპოლიტო უკანონოდ იქნა მიტაცებული მოსკოვის საპატრიარქოს მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლონეთი მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა. იგივეს ველოდებოდით უკრაინის შემთხვევაშიც, თუმცა 25 წლის განმავლობაში არ იქნა გამოჩენილი საკმარისი გამბედაობა, რათა ჩვენთვისაც მოეცათ ტომოსი. როდესაც, უფლის ნებით, შეიქმნა ამისათვის შესაბამისი გარემოებები, მსოფლიო პატრიარქმა, მიუხედავად მოსკოვის კატეგორიული წინააღმდეგობისა, მოგვცა ავტოკეფალია. თუმცაღა, თავიდან თვლიდა, რომ მისი საპატრიარქოს შემადგენელი ნაწილი ვიყავით".
16-03-2019, 16:21
Read more »
ალბანეთის ეკლესიის წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე
ალბანეთის ეკლესიის წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე
2018 წლის 24 დეკემბერს მსოფლიო პატრიარქმა წერილი გაუგზავნა ალბანეთის ეკლესიას. 2019 წლის 4 იანვარს ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა აღნიშნული წერილი და 14 იანვარს საპასუხო წერილი გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეს.

ყოვლადუწმინდესო, კონსტანტინეპოლის, ახალი რომის ღვთაებრივო მთავარეპისკოპოსო და მსოფლიო პატრიარქო, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანუკვარო ძმაო და ჩვენი უმდაბლესობის თანამწირველო ბართლომე, შევრდომილნი თქვენს ღვთაებრივ ყოვლადუწმინდესობას, მდაბლად მოგიკითხავთ.
„რომელი განსცხადნა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, და სოფელი განანათლა“, მანვე ინებოს და მოჰფინოს ნათელი ამ ახალი წლის მანძილზე ყოველი მართლმადიდებელის საქმეებსა და ფიქრებს ეკლესიასთან მიმართებაში, "რომელი მოიყიდა სისხლითა თვისითა", რათა დამყარდეს მშვიდობა.
2019 წლის 4 იანვარს გამართულ სინოდის სხდომაზე გამოწვლილვით წავიკითხეთ თქვენი ყოვლადუწმინდესობის მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს გამოგზავნილი წერილი და დაწვრილებით განვიხილეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი.
15-03-2019, 13:17
Read more »