საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი: „წყდება რელიგიური ღვთიმსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით“

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი: „წყდება რელიგიური ღვთიმსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით“
საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი სინოდის განჩინების შემდეგ (16.03.2020), მალევე, მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერი რელიგიისა თუ აღმსარებლობის ღვთისმსახურების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერ-მინისტრმა ტვიტერის“ (Twiiter) მეშვეობით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაძრები ღია დარჩება მხოლოდ ინდივიდუალური ლოცვისთვის და დაამატა: „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა მკაფიო გადაწყვეტილებებს მოითხოვს“.
პრემიერის გადაწყვეტილება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ეკლესიისთვის, რომლის წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ ეკლესიის „იერარქიის წინააღმდეგ შეტევასა და მათ დამცრობაზე“.
„ამ გადაწყვეტილებით თავად ქრისტეს უარვყოფთ! სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურების გარეშე სამი კვირის განმავლობაში დარჩება“ - განაცხადა ერთ-ერთმა იერარქმა.
ინფორმაციის თანახმად ღვთისმსახურება შეწყვეტილი იქნება 16.03.2020-დან 30.03.2020-მდე.



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა.
17-03-2020, 17:00

FACEBOOK