მიტროპოლიტი კალისტე უეარი: "პატივს ვცემ პატრიარქ ბართლომეს, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები".

მიტროპოლიტი კალისტე უეარი: "პატივს ვცემ პატრიარქ ბართლომეს, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები".
ბერძნულენოვანი საინფორმაციო სააგენტო ROMFEA.GR ავრცელებს მიტროპოლიტ კალისტე უეარის მიერ ტელეკომპანია INTER-თან მიცემული ინტერვიუს ნაწყვეტს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, კემბრიჯის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სასწავლებლის ადმინისტრაციული საბჭოს თავჯდომარე, მიტროპოლიტი კალისტე უეარი ინტერვიუში შეეხო უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსაც და გამოხატა საკუთარი პოზიცია.
"ჩემი აზრით, დღესდღეობით უკრაინაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, რომლის მასშტაბურობაც გასცდა უკრაინელ მორწმუნეთა საზღვრებს და საყოველთაო მართლმადიდებლური მნიშვნელობა შეიძინა" - განაცხადა მიტროპოლიტმა კალისტემ.
მისივე თქმით - "მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ უჭერს მხარს".
ინტერვიუს სხვა მონაკვეთში იგი შეეხო მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის თემასაც: "ჩვენ, ჩვენი მხრივ, არავისთან არ გაგვიწყვეტავს ევქარისტიული კავშირი, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმედაა. ჩემი პირადი პოზიციაა, და არა მსოფლიო საპატრიარქოსი, რომ არ ვეთანხმები პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებას, მიუხედავად მისი უღრმესი პატივისცემისა".
"ჩემთვის ცხადია, რომ სამას წელზე მეტი ხნის მანძილზე უკრაინა რუსეთის ეკლესიის ნაწილი იყო. ეს არის ისტორიული სინამდვილე და ჩვენ მისი შეცვლა არ შეგვიძლია. (...) მაშფოთებს ძალის გამოყენება, და მჯერა, რომ ძალადობითა და ზეწოლით ვერ გადავჭრით პრობლემას".
მიტროპოლიტი კალისტეს აზრით, საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა დიალოგი და პანორთოდოქსული შეკრება.


ბერძნულიდან თარგმნა თორნიკე მამნიაშვილმა.

31-03-2019, 17:05

FACEBOOK