ადამიანის გონებისა და გულის შესახებ სწავლება წმინდა გრიგოლ პალამას მიხედვით
ადამიანის გონებისა და გულის შესახებ სწავლება წმინდა გრიგოლ პალამას მიხედვით
ავტორი: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

ვარლაამი[1] [მართლმადიდებელ] მონაზვნებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ გონება გულში იმყოფება, ადანაშაულებდა და მათ მესალიანელებს უწოდებდა, რამეთუ ამ უკანასკნელთა მტკიცებით გულში ერთდროუალდ მკვიდრობს ეშმაკიც და საღვთო მადლიც. თუმცა წმინდა გრიგოლ პალამას თქმით, ისინი, ვინც (ესე იგი, ვარლაამი და მისი მიმდევრები, მთარგ.) ამას ამტკიცებენ  და მონაზვნებს კიცხავენ, ეწინააღმდეგებიან წმინდა მამებს, რომლებიც გონების ენერგიის (ἐνέργεια τοῦ νοῦ) გულში არსებობაზე საუბრობენ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საეკლესიო ტრადიციაში ერთმანეთისგან ნათლად განირჩევა გონება (νοῦς) და აზროვნება (λογικῆ). გონება გულში მოქმედებს (მკვიდრობს) მაშინ, როცა იგი თავისი ბუნების შესაბამისად ფუნქციონირებს. ადამიანის დაცემის გამო გონება, ნაცვლად გულში მყოფობისა, გარე სამყაროშია გაბნეული და ქმნილებას ემონება. ამასთანავე, სწორედ ესაა ადამიანის დაცემაც და რეალურად - ცოდვაც (ἁμαρτία). ისიქაზმი (ἡσυχαζμός), მართლმადიდებლური ასკეტიზმი ის თეოლოგიური მიმდინარეობაა, რომლითაც გარეთ გაბნეული და აზროვნებასთან (ლოგიკა) აღრეული გონება კვლავ გულში დაბრუნებას ცდილობს. აი, ამ დროსაა ადამიანი თავის ბუნებრივ (დასაბამიერ) მდგომარეობაში, რის შედეგადაც აღესრულებს არსებობის მიზანსაც.
   
15-03-2020, 17:59
Read more »
ადამიანის სულის ენერგიების შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
ადამიანის სულის ენერგიების შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)

ავტორი: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი



მოაზროვნეობითი და გონისმიერი ენერგია 


განღმრთობილმა მამებმა თავიანთი გამოცდილებით უწყიან, რომ სული მოაზროვნე (λογική) და გონისმიერია (νοερά). ამას აღწერს წმ. იოანე დამასკელი, ასევე, ნათლად ვხედავთ მაქსიმე აღმსარებლის, გრიგოლ პალამასა და სხვათა შემოქმედებაში. მაშასადამე, ისინი თავიანთ გულებში შეიგრძნობდნენ რამ ენერგიას, რომელსაც უწოდეს „გონება“ (νονდა, რომ მადლისმიერი ასკეზით შესაძლებელია მისი განსხვავება (გამიჯვნა) აზროვნებისაგან, რომელსაც უწოდეს „აზრი“ (λόγο).

რადგანაც გონება სულიერ გულში მოქმედებს, ამიტომ ტერმინები „გონება“ (νοῦς) და „გული“ (καρδιά) ერთიმეორეს ენაცვლება. ზოგჯერ „გონება და „აზროვნება“ განირჩევა ერთმანეთისაგან, ზოგჯერ კი - „გული“ და „აზროვნება“.

„ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და ეკლესიის მამათა მიხედვით ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრი გულია, ხოლო სააზროვნო ცენტრი - თავის ტვინი (γκέφαλος).

9-07-2019, 04:26
Read more »
რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა
რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა, ლოცვის მსგავსად, მასთან ზიარებას წარმოადგენს. ქრისტეს წმინდა სახელის - „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“ - უწყვეტი მოხმობისათვის ბრძოლა, პიროვნებაში ღმერთის ხსოვნასა და მასთან ურთიერთობას მუდმივად აცხოველებს. ამიტომაც მისწერა პავლე მოციქულმა თესალონიკელებს: „განუწყვეტლად ილოცეთ“[1].
ადამიანი ღმერთის ხსოვნითა და ლოცვით თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, რომელიც ხილული და უხილავი სამყაროს ზღვარზეა. იგი (პიროვნება) ბუნებრივ აუცილებლობას აღემატება, მისი მყოფობა ღმერთამდე განივრცობა და ყოველგვარი მიწიერი ტყვეობისაგან თავისუფლდება. მაგრამ ლოცვა ჭეშმარიტი რომ იყოს, იგი მთელი ადამიანის - და არა მხოლოდ ბაგეების ან გონების ან კიდევ გულის - საქმეს უნდა წარმოადგენდეს[2]. სრულყოფილი ლოცვა გონისმიერი და ამავდროულად, გულისმიერია. გონება გულიდან ლოცულობს, ესე იგი, მთლიანი ადამიანი თავისი მყოფობის სიღრმიდან და ცენტრიდან ღვთის მცნების შესაბამისად მოქმედებს[3]:
15-03-2019, 01:11
Read more »
„ეკლესიათა“ გაერთიანება
„ეკლესიათა“ გაერთიანება
ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)

ბოლო ხანებში „ეკლესიათა“ გაერთიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ. რეალურად კი, საუბარია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულ[1] „განსხვავებულმადიდებელ“[2] ქრისტიანთა გაერთიანებაზე ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ღმერთკაცმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა და მის უწყვეტობას სწორედ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება წარმოადგენს.
ერთის მხრივ, მას რომის პაპი 1054 წელს საბოლოოდ გამოეყო, რადგანაც მართლმადიდებლები, მის ანტიქრისტიანულ მოთხოვნას მთელს ეკლესიაზე პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების თაობაზე (ასევე, სხვა ერესებთან დაკავშირებითაც), არ დაემორჩილნენ. მეორეს მხრივ, დასავლეთში 1517 წელს  პაპიზმის[3] წინააღმდეგ დაიწყო პროტესტანტული (პროტესტანტები, ევანგელისტები) მოძრაობა, რომელმაც იქაურ ქრისტიანებში უამრავი განშტოება წარმოშვა[4]. ამჟამად, როგორც ცნობილია, მრავალი ასეული პროტესტანტული კრებული არსებობს.

10-03-2019, 19:47
Read more »